ერთდღიანი პაუზის შემდეგ ევრობასკეტ-2013 სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანას “სტოჟიცე-არენაზე” ჩატარებული 3 მატჩით განახლდა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება იზეიმა ლატვიელთა ახალგაზრდულმა გუნდმა, სერბები კი F ჯგუფში ქულათა მაქსიმუმით ლიდერობენ და “ცალი ფეხით” მეოთხედფინალში არიან.
F ჯგუფი
ლატვია – უკრაინა 85:51 (24:11, 18:11, 23:10, 20:19)
ლუბლიანა. “სტოჟიცე-არენა”. 2140 მაყურებელი.
ლატვია: იანიჩენოკსი (14ქ), კუკსიკსი (13ქ), მეიერსი (11ქ, 10მ), სტრელნიეკსი (8ქ, 7მ), მეიერისი (8ქ), ბერტანში (7ქ, 7პ), კასპარს ბერზინსი (6ქ), ბლუმსი (6ქ), შკელე (6ქ), სელაკოვსი (4ქ, 5მ), იანის ბერზინსი (2ქ), ფრეიმანისი.
მწვრთნელი: აინარს ბაგატსკისი
უკრაინა: გლადირი (12ქ), კრავცოვი (7ქ, 6მ), ჯეტერი (7ქ), პუსტოვოი (6ქ), პუსტოზვონოვი (6ქ), მიშულა (5ქ, 4პ), ზაიცევი (4ქ, 5მ), კორნიენკო (3ქ), ნატიაჟკო (1ქ), გლებოვი, ზაბირჩენკო, ლიპოვოი.
მწვრთნელი: მაიკ ფრატელო
ლატვიელები მეორე ჯგუფურ ეტაპზე 2 მარცხით გადავიდნენ, ამიტომაც მეოთხედფინალში გასვლის შანსის შესანარჩუნებლად ბალტიისპირელებს უკრაინელებთან მხოლოდ და მხოლოდ მოგებაზე ზრუნვა მართებდათ. აინარს ბაგატსკისმა გუნდის სათანადო ფსიქოლოგიურად მომზადებაც მოახერხა და ლატვიელებმა ლამის პირველსავე პერიოდში გადაწყვიტეს მატჩის ბედი. ჩრდილოელთა დამრიგებელი თავიდანვე აქტიურად მიმართავდა საშემადგენლო როტაციას. საწყის მეოთხედში ლატვიელთაგან ქულები ერთბაშად 9 კალათბურთელმა გააკეთა. მთელი მატჩის განმავლობაში უკრაინელებს ტყორცნათა სიზუსტემაც უმტყუნა (ორქულიანების რეალიზაციის პროცენტმა 29.5, ხოლო სამიანებისა 18.8 პროცენტი შეადგინა) და სწორედ ეს გახლდათ უმთავრესი ფაქტორი შავიზღვისპირელთა მარცხისა. ლატვიელებმა 29 სამქულიანიდან 15 ჩააგდეს.
“ჩვენი მიზანი აგრესიული და დაცვაში ზუსტი თამაში იყო. ეს ამოცანა წარმატებით შევასრულეთ და შემდეგ შეტევაშიც ვივარგეთ”, - განაცხადა ნამატჩევს ლატვიელთა დამრიგებელმა. ბაგატსკისის გუნდი მომდევნო მატჩს პარასკევს ფრანგების წინააღმდეგ ჩაატარებს.
ბელგია – სერბეთი 69:76 (18:19, 18:21, 15:14, 18:22)
ლუბლიანა. “სტოჟიცე-არენა”. 2650 მაყურებელი.
ბელგია: მუკუბუ (16ქ, 6მ, 3პ), ბეგინი (12ქ), ვან როსომი (12ქ), ერველი (8ქ, 9მ), მასო (7ქ), მოორსი (5ქ), დე ზუევი (4ქ), ტაბუ-ებომა (3ქ, 3პ), მუია (2ქ), მვემა.
მწვრთნელი: ედი კასტელსი
სერბეთი: კრსტიჩი (17ქ, 5პ, 2დ), მარკოვიჩი (15ქ, 3პ), ბოგდანოვიჩი (12ქ, 5მ), კალინიჩი (9ქ, 5მ), ბიელიცა (7ქ, 8მ, 3პ), კატიჩი (7ქ), მიჩიჩი (5), გაგიჩი (2ქ), ნედოვიჩი (2ქ), ანჯუშიჩი.E
მწვრთნელი: დუშან ივკოვიჩი
წინა შეხვედრისგან განსხვავებით ბელგიელთა და სერბთა დაპირისპირებაში გამარჯვებული მეოთხე პერიოდში გამოვლინდა. მესამე მეოთხედში ბენილუქსელები 51:48 დაწინაურდნენ, რასაც 2 პერიოდის გზაგასაყარზე ბალკანელებმა 13:1 “გაქცევა” მიაყოლეს და მას შემდეგ მოყოლებული მატჩის ფინალამდე სოლიდური დისტანციით წინ იყვნენ. სერბთაგან საუკეთესო მეფარე ნენად კრსტიჩი იყო, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა: “ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ამიტომაც მატჩის მსვლელობისას არასტაბილური თამაში გასაკვირი არაა. ამასთან, პარტნიორებს ვაჟკაცური და თავდადებული პაექრობისთვის მადლობა უნდა გადავუხადო. კარგად მართავს სიტუაციას ჩვენი დამრიგებელიც”.
ლიტვა – საფრანგეთი 76:62 (16:10, 16:17, 19:15, 25:20)
ლუბლიანა. “სტოჟიცე-არენა”. 2640 მაყურებელი.
ლიტვა: სეიბუტისი (15ქ), ვალანჩუნასი (13ქ, 6მ), კლეიზა (11ქ, 7მ, 3პ), კუზმინსკასი (10ქ), კალნიეტისი (8ქ, 7პ, 6მ), პოციუსი (7ქ), ლავრინოვიჩი (4ქ), იავტოკასი (4ქ), მაჩიულისი (3ქ), მოტეიუნასი (1ქ), დელინინკაიტისი.
მწვრთნელი: იონას კაზლაუსკასი
საფრანგეთი: დე კოლო (12ქ), პარკერი (11ქ), აჟინკა (10ქ, 6მ), ბატუმი (8ქ, 6მ, 2დ), დიაო (7ქ, 6პ), ჟელაბალი (7ქ, 2დ), პეტრო (4ქ), ლაუვერნიე (3ქ), დიაო, კაუდი, პიეტრუსი.
მწვრთნელი: ვინსენ კოლე
ლიტველებთან მოგების შემთხვევაში ფრანგები მეოთხედფინალში ვადაზე ადრე გადიოდნენ და თან სერბებსაც “გაიყოლებდნენ”, მაგრამ მოვლენათა ამგვარი განვითარებაზე ყაბულს კაზლაუსკასის გუნდი არ იყო. ბალტიისპირელებმა თავიდანვე იგდეს ხელთ ინიციატივა, ანგარიშშიც სოლიდურად დაწინაურდნენ და მიუხედავად ფრანგთა პერიოდული მცდელობისა, საქმე დამაჯერებელ მოგებამდე მიიყვანეს.
1. სერბეთი 3 3/0 219/196 6
2. ლიტვა 3 2/1 199/184 5
3. საფრანგ. 3 2/1 221/212 5
4. ლატვია 3 1/2 215/198 4
5. უკრაინა 3 1/2 180/219 4
6. ბელგია 3 0/3 191/216 3
ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma