ბერძნულ-რომაული სტილით ქართველ მოჭიდავეებს, რევაზ ლაშხსა (60 კგ) და სოსო ჯაბიძეს (96 კგ) თბილისურ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედლის შანსი გაუჩნდათ – რეპეშაჟში მას შემდეგ გადაერთვნენ, რაც მათმა მომგებმა რუსმა ივან კუილაკოვმა (60 კგ) და სომეხმა არტურ ალექსანიანმა (96 კგ) ფინალის საგზურები მოიპოვეს.
ლაშხი სლოვაკ იშტვან ლევაისა და სომეხ ალექსან მიქაელიანს შორის მოგებულს დაეჭიდება და თუ მოიგებს, რეპეშაჟის ფინალში უკრაინის ნაკრების წევრ ლენურ ტემიროვის პირისპირ დადგება.
ჯაბიძე “ბრინჯაოს ნახევარფინალში” თურქ ჩენქ ილდემს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კი, საპრიზო ადგილის დასაკავებლად აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე შალვა გადაბაძეს შეხვდება.