ფეხბურთი

13:50 | 31.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა გვალიამ “ურალთან” ერთწლიანი გააფორმა

 

გორის “დილას” ყოფილმა ნახევარმცველმა ლაშა გვალიამ რუსეთის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბ “ურალთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ “ურალის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფის საპასაუხო მატჩში, შინ ვენის “რაპიდთან” წაგების შემდეგ, გვალია რუსეთში გაემგზავრა და ეკატერინბურგელებს შეუერთდა. 21 წლის საყრდენი ნახევარმცველი ახალ გუნდში 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გვალიამ საფეხბურთო კარიერა ფოთის “კოლხეთში” დაიწყო, ხოლო 2012 წელს გორის “დილაში” გადავიდა. მიმდინარე სეზონის ბოლომდე ის “ურალში” ითამაშებს, რომელსაც 4 ტურის შემდეგ, 16-გუნდიან პრემიერლიგაში მე-12 ადგილი უკავია.

0.108334