ლეგენდარული ფორვარდი ჰენრიკ ლარსონი საფეხბურთო მოედანზე დაბრუნდა. მართალია, სულ რაღაც 10 წუთით, მაგრამ მაინც. Aftonbladet-ის ცნობით, შვედეთის მესამე დივიზიონის მატჩში, “ჰერაბორგისა” და “ტენჰულტის” დაპირისპირებაში, 41 წლის მეგოლემ მოედანზე დასკვნითი წუთები გაატარა.
ლარსონი, რომელიც “ჰერაბორგის” სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, ტრავმირებული ფეხბურთელების სიმრავლის გამო მოხვდა სათადარიგოთა სკამზე. შვედური მედიასაშუალებები ირწმუნებიან, რომ თავდამსხმელის მთავარი მიზანი თავის 15 წლის ვაჟთან – იორდან ლარსონთან ერთად თამაში იყო. მამა-შვილმა მოედანზე 10 წუთი დაჰყო.
შეგახსენებთ, რომ ლარსონმა კარიერა 2 წლის წინათ დაასრულა.