ისლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლარს ლაგერბეკი პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში სტუმრად ხორვატიასთან მარცხის მერე, დაფიქსირებული შედეგით იმედგაცრუებული იყო.
“რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ. სანუკვარ მიზანთან ძალიან ახლოს ვიყავით. ამ წარუმატებლობას მინიმუმ ორი მიზეზი აქვს. ფეხბურთელებმა ძალიან ინერვიულეს და ბევრი შეცდომა დაუშვეს. სამწუხაროდ, ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ. წაგების მიუხედავად ჩემი გუნდით ვამაყობ. დარწმუნებული ვარ, რომ ისლანდიის ნაკრებს დიდი მომავალი აქვს” – იუწყება MBI ლაგერბეკის სიტყვებს.