თამაშგარე

11:35 | 24.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლარისა რიკელმემ მკერდი დაიზღვია

პარაგვაის ნაკრების “თილისმად” სახელდებული პოპულარული მოდელი, ლარისა რიკელმე სატელეფონო კომპანია “ნოკიას” სარეკლამო სახეც გახლავთ. როდესაც სტადიონზე შეკრებილი ქომაგები მისი მკერდის ღარში “თავჩარგულ” მობილურ ტელეფონს უმზერენ, რა გასაკვირია, რომ ყველას ტელეფონზე დარეკვა უნდება. აბა, ამაზე კარგი რეკლამა რაღა უნდა იყოს?!
ლარისა ფულს სწორედაც რომ საკუთარი მკერდით შოულობს და აბა ასეთ მკერდს მოფრთხილება და დაცვა ხომ სჭირდება?! ამიტომ, პარაგვაელმა მოდელმა საკუთარი მკერდი 8 ათას დოლარად დააზღვია და დღეის შემდეგ, ვისაც მის მკერდზე ხელის შევლების სურვილი გაუჩნდება, უნდა იცოდეს, რომ არამხოლოდ ლამაზ, არამედ დაზღვეულ მკერდს ესათუთება.
მკერდის დაზღვევა ბოლო პერიოდში სპორტსმენმა ქალებმაც დაიწყეს. ამ საქმეში ერთ-ერთი პიონერი, რუსი ჩოგბურთელი, მარია შარაპოვა იყო. თუმცა, სპორტსმენები მკერდს უფრო მეტად პრაქტიკული საჭიროების გამო იზღვევენ. ასპარეზობის დროს, მკერდის დაზიანებები ქალ სპორტსმენებს შორის ხშირია და შარშან ერთ-ერთმა ფრანგულმა ფირმამ სპეციალური დამცავი აზღუდებიც კი შექმნა.
თუმცა, ვისი-ვისი და, ლარისა რიკელმეს მკერდისთვის აზღუდი ნამდვილად ზედმეტია!
 

0.23336