თამაშგარე

11:07 | 29.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლარისა რიკელმე ფინელებს შემოსწყრა

უპოპულარულესი პარაგვაელი ლამაზმანი ლარისა რიკელმე, რომელმაც სპორტულ სამყაროში სახელი პარაგვაის საფეხბურთო ნაკრების მატჩების დროს მკერდის მოშიშვლებით გაითქვა, უკვე რამდენიმე წელია, რაც მობილური ტელეფონების მწარმოებელ ფირმა ”ნოკიას” სარეკლამო სახე გახლავთ. ლარისას ერთ-ერთი ”აღმომჩენი” სწორედ ”ნოკიას” მესვეურები არიან.
თუმცა, როგორც იცით, არაფერია სამყაროში მარადიული და ლარისა რიკელმეც აპირებს, რომ ”ნოკიასთან” დადებული საკმაოდ სარფიანი ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაწყვიტოს. ხსენებული ფინური ფირმის მესვეურები პარაგვაელ ლამაზმანს ანაზღაურების გაზრდას ჰპირდებოდნენ, თუმცა მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო, რიკელმესთვის ჰონორარის გაზრდა ამ ეტაპზე გადაიფიქრეს.
ლარისასაც მეტი არაფერი უნდა და უკვე იქადნება, რომ საუბარი ჰქონდა ”ნოკიას“ ერთ-ერთ კონკურენტ, ტელეფონების მწარმოებელ კომპანიასთან, რომელმაც ფინელებზე უკეთესი პირობები შესთავაზა. ადვილი შესაძლებელია, რომ ეს წუწუნი რიკელმეს მხრიდან მხოლოდ საკუთარი ”მაზანდის” ასაწევად იყოს მოფიქრებული, თუმცა მის დარ ცნობილ ქალს საყვარლების პარალელურად, კონტრაქტების ცვლაც არ უნდა გაუჭირდეს...
 

0.161131