ფეხბურთის აქტიურ გულშემატკივრებს, ალბათ, გახსოვთ მშვენიერი პარაგვაელი მოდელის, ლარისა რიკელმეს დანაპირები – კამერების და ფოტოობიექტივების წინ აღარ გავშიშვლდებიო. ლარისამ ეს “მსხვერპლი” თავისი შეყვარებულის, ფეხბურთელ ფაბროსთვის გაიღო, რომელსაც არ უნდოდა, მისი გელფრენდის ინტიმური ნაწილები მთელი ქვეყნის მამაკაცების გარჩევის საგანი ყოფილიყო.
მაგრამ, ფიცი მწამს - ბოლო მაკვირვებსო, – ნათქვამია. ამ ერთი კვირის წინ, ერთ-ერთი ბრაზილიური ფირმისთვის, ლარისამ ძალზე ეროტიკული ფოტოები გადაიღო, რომელიც ინტერნეტში უკვე განთავსდა. გაიმართა ვიდეორგოლის დემონსტრირებაც, რომელშიც მშვენიერი ლარისა რიკელმე სააბაზანოში, ბიბლიოთეკასა და რეტრო ავტომობილის ფონზე პოზირებს.
რა რეაქცია ჰქონდა ყოველივე ამაზე ფაბროს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ლარისა ამას, ალბათ, არ იდარდებს – მას ხომ მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მამაკაცი ეთაყვანება. არ ეთაყვანებიან და მაგათი აჯობებს!