პოპულარობის ძიება თევზაობას ჰგავს. შეიძლება ადამიანი ერთ დღეს იმდენად პოპულარული გახდეს, რომ მთელმა მსოფლიომ გაიცნოს. ისიც შეიძლება, რომ პირიქით მოხდეს და მრავალი მცდელობის მიუხედავად. პოპულარობა სამეზობლოსა და სანათესაოსაც კი ვერ გასცდეს.
პარაგვაელ მკერდმოთიმთიმე ლამაზმანს – ლარისა რიკელმეს პოპულარობა ნამდვილად არ აკლია, მაგრამ ეს ის ქალია, რომელიც რეალობას არასოდეს ეგუება და ყოველთვის მეტი უნდა, თუმცა ყველაფერი ხშირად ისე სულაც არაა, როგორც ამ ლამაზმანს სურს.
ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩასული ლარისა რიკელმე გულში ალბათ ფიქრობდა, რომ მთელს ბრაზილიას ჩემი სიშხვართით გავაოგნებო, მაგრამ ნურას უკაცრავად... ახლა განაწყენებული რიკელმე ამბობს, რომ ძალიან დასწყდა გული ბრაზილიური მედია მისით ნაკლებად რომ ინტერესდება და ასეთ უყურადღებობას არ მოელოდა. აბა რა გეგონა ლარისა-ჯან? ბრაზილიაში ლამაზმანებით ვინ გაკვირვებულა?