თამაშგარე

11:34 | 21.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ლარისა პავლიუჩენკო – ყველაზე ლამაზი რუსეთში

რუსეთის ნაკრებისა და ინგლისური ”ტოტენჰემის” ფეხბურთელის, რომან პავლიუჩენკოს ულამაზესი მეუღლე - ლარისა პავლიუჩენკო ზედიზედ მესამე წელია, რუსეთში სპორტსმენების ყველაზე ლამაზ ცოლად სახელდება და ძალიან ძნელია, ეს გადაწყვეტილება გააპროტეტსტო. ლარისა ყველაზე მომხიბლავად კიდევ ერთხელ 20 ივნისს, ჟურნალ ”ვოგის” რუსული გამოცემის ოფისშიც დაასახელეს და სამახსოვრო პრიზიც უსახსოვრეს. ამ ცერემონიალს რომან პავლიუჩენკო არ დასწრებია, რაც არ არის გასაკვირი, რადგან ბოლო წლებში მისმა ცოლმა უკვე იმხელა პოპულარობა მოიხვეჭა, რომ რუსეთსა თუ ინგლისში, სადაც კი რამე ხდება, ყველგან ლარისას პატიჟებენ და ბუნებრივია, ქმარი ყველა ღონისძიებაზე ცოლს თან ვერ გაჰყვება.
სხვათა შორის, როდესაც რუსეთში ფეხბურთელთა ლამაზ ცოლებზე საუბრობენ, ლარისა პავლიუჩენკოსთან ერთად, ყოველთვის ახსენებენ ხოლმე იური ჟირკოვის ცოლს – ინა ჟირკოვასაც, რომელიც მომხიბლავობაში ლარისას სწორედაც რომ არ ჩამოუვარდება, თუმცა პავლიუჩენკოს ცოლი ახლა უკვე იმდენად პოპულარულია, რომ ყველაზე ლამაზ ქალად მისი დასახელების დროს, სილამაზის გარდა, წინა პლანზე სხვა ნიუანსებიც იწევს.
ინასა და ლარისას გარდა, სხვა არაერთ რუს ფეხბურთელს ჰყავს ლამაზმანების კატეგორიაში თამამად დასახელებადი ცოლები. მათგან განსაკუთრებით დმიტრი ტორბინსკის ცოლს – ევგენია ტორბინსკაიას,  სერგეი იგნაშევიჩის ცოლს – მშვენიერ ნატალიას და პაველ პოგრებნიაკის ცოლს – მარიას გამოარჩევენ. თუმცა, ლარისა პავლიუჩენკო მაინც უკონკურენტოდ ითვლება და რამდენად სწორ არჩევანს აკეთებენ რუსები, ამას ჩვენს მიერ წარმოდგენილი ლარისას ფოტოებითაც მიხვდებით.

0.168529