თამაშგარე

11:50 | 14.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლარისა გულისსწორს მალავს

თუკი ადრე, ცნობილი პარაგვაელი მოდელის, ლარისა რიკელმეს მკერდი მთელს გონიერ კაცობრიობას ეკუთვნოდა, ახლა ყველაფერი შეცვლილა. როგორც პარაგვაელი მოდელი ამბობს, მისი გულიცა და სხვა ალაგებიც, ერთადერთ ადამიანს ეკუთვნის, თუმცა მის ვინაობას არ აკონკრეტებს.
ჟურნალისტები ეჭვობენ, რომ ლარისას მკერდთთამპყრობელი შესაძლებელია, პარაგვაელი ფეხბურთელი, ჟონათან ფაბრი იყოს, რადგან ეს უკანასკნელი ლარისას ნამეტნავად დაუმეგობრდა და წყვილი ერთად რამდენჯერმე ისეთ ადგილებში გამოიჭირეს, სადაც როგორც წესი შემთხვევით არავინ მიდის.
სხვათა შორის, ლარისა რიკელმეს ამასწინათ გათხოვებაზეც კი დასცდა რამდენიმე სიტყვა. პარაგვაელი ლამაზმანის თქმით, ახლა თავს პატარა გოგოდ აღარ თვლის და უკვე დაუდგა ჟამი, როდესაც გათხოვებაზე უნდა იფიქროს. ასეთ ქალს საქმროს ამორჩევა რომ არ გაუჭირდება, თქვენც კარგად ხედავთ!

 

0.152348