ფეხბურთი

19:00 | 12.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლანდროს 5 კვირა გაუცდება

 

34 წლის ფრანგი მეკარე მიკაელ ლანდრო ტრავმირებულია და ის გუნდს დაახლოებით 5 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

ცნობილი გახდა, რომ “ბასტიას” კიპერს მუხლქვედა უკანა კუნთი აქვს დაზიანებული. ის ლიგა ერთში “მონაკოს”, “სენტ ეტიენის”, “ლორიანისა” და პსჟ-ს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

მიკაელ ლანდრო “ბასტიაში” 2013 წლის იანვარში გადავიდა. მას შემდეგ, გამოცდილმა მეკარემ გუნდის 43 მატჩიდან 41-ში ითამაშა.

0.113618