ფეხბურთი

14:34 | 6.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლამს გვარდიოლა მოსწონს

“ბაიერნის” კაპიტანმა ფილიპ ლამმა ახალი დამრიგებლის, ხოსეპ გვარდიოლას შესახებ აღმატებულ ხარისხში ისაუბრა და დასძინა, რომ ფეხბურთელები იმედით უცქერიან მომავალ სეზონს: “გვარდიოლასთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა, - უთხრა ლამმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს, - პეპი ძალიან ღია პიროვნებაა, მასთან ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია გასაუბრება. რაც შეეხება სამუშაოს, ეტყობა, რომ ზუსტად იცის, როგორი ფეხბურთი უნდა ითამაშოს “ბაიერნმა”. ამიტომ დამდეგ სეზონს ყველა იმედით ველოდებით”.


0.136997