წუხელ, “სტოკ სიტისთან” მატჩში (3:0), “ჩელსის” 35 წლის ნახევარმცველმა, ფრენკ ლამპარდმა კარიერაში 250-ე გოლი გაიტანა. “ფეხბურთის თამაშისას ცხოვრებით ვტკბები. ჯერ თვითონ თამაშობ, შემდეგ ასაკი გემატება და ახალგაზრდებს ასწავლი. ძალიან მომწონს ეს როლი, - უთხრა ლამპარდმა Sky Sports-ს, - მინდა კიდევ 2-3 წელიწადს ვითამაშო. გასული კვირა ძნელი გამოდგა ჩვენთვის, “კრისტალ პალასთან” და პსჟ-სთან წავაგეთ, მაგრამ ახლა იმედია, ეს წარუმატებლობები წარსულში დარჩება.”