ფეხბურთი

11:27 | 2.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი ინგლისში ბრუნდება

ფრენკ ლამპარდმა შეიძლება კარიერა “მანჩესტერ სიტიში” გააგრძელოს. The Guardian-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 36 წლის ბრიტანელი ნახევარმცველი ახალ კლუბში იჯარის წესით გადავა.

შეგახსენებთ, 24 ივლისს ლამპარდმა “ნიუ-იორკ სიტისთან” გააფორმა კონტრაქტი. ამ გუნდში იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, ლონდონის “ჩელსისთან” კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ.

“ნიუ-იორკ სიტი” MLS-ში გამოსვლას მომავალი წლიდან დაიწყებს. იქამდე კი შესაძლოა ამერიკელებმა ფრენკ ლამპარდი მანჩესტერში გაანათხოვრონ.

0.11037