ფეხბურთი

20:29 | 1.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლამი: “ზამერს გვარდიოლა არ უნდა გაეკრიტიკებინა”

მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანი ფილიპ ლამი მიიჩნევს, რომ კლუბის სპორტულ დირექტორს, მათიას ზამერს, პეპ გვარდიოლას სახალხოდ გაკრიტიკებისგან თავი უნდა შეეკავებინა.

“ჰანოვერთან” 2:0 მოგებული შეხვედრის შემდეგ, ზამერმა განაცხადა, რომ “ბაიერნის” ფეხბურთელები ნელა მოქმედებდნენ, ხოლო პეპ გვარდიოლა გუნდის თამაშის დალაგებას ვერ ახერხებს.

“ვფიქრობ, ზამერს საჯარო კრიტიკისგან თავი უნდა შეეკავებინა. ეს შიდა სამზარეულოს საქმეა და ყველაფერში თავად უნდა გავერკვეთ.

რა თქმა უნდა, ფეხბურთელებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, რას იტყვიან კლუბის ხელმძღვანელები პრესასთან საუბროს დროს. ჩვენთვის მთავარია, რომ ისინი ჩვენთან ურთიერობაში ლოიალურები იყვნენ და მათ კლუბისთვის სასარგებლო საქმე აკეთონ.

როდესაც კრიტიკის დრო დგება, ემოციები უნდა მოვთოკოთ. თუ ხელმძღვანელი ზედმეტად ემოციურია, დროთა განმავლობაში, ის კოლექტივის ნდობას კარგავს.” – ციტირებს ლამის სიტყვებს Sky Sports-ი.

0.11802