ფეხბურთი

20:33 | 10.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლამი: “კროოსი გვარდიოლას უნდა დაემორჩილოს”

მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანი ფილიპ ლამი, ტონი კროოსსა და პეპ გვარდიოლას შორის არსებულ უთანხმოებაზე საუბრის დროს, გუნდის მთავარი მწვრთნელის მხარეს იჭერს.

ბუნდესლიგის მე-17 ტურში, “შტუტგარტთან” გამართულ მატჩში, გვარდიოლამ კროოსი შეცვალა, რასაც ფეხბურთელის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. შედეგად, 24 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც მანამდე ყველა თამაში ჰქონდა ჩატარებული, ბოლო 2 მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

“კროოსისთვის ცუდი სიტუაციაა შექმნილი და მისი მესმის, მაგრამ გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს და ფეხბურთელები მას უნდა დავემორჩილოთ.” – ციტირებს ლამის სიტყვებს Goal-ი.

0.114895