გერმანიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" მცველმა ფილიპ ლამმა განაცხადა, რომ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონობა სურს.
"ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს, მუნდიალზე კარგად უნდა ვიასპარეზოთ - ჩემპიონები გავხდეთ. არ მინდა კვლავ ნახევარფინალში გამოვეთიშოთ ტურნირს. ბრაზილიაში გასარუჯად ნამდვილად არ მივდივარ." - განუცხადა Bild-ს ლამმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა 2006 და 2010 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე მესამე ადგილი დაიკავა და ბრაზილიაში გასამართ მუნდიალზე ნავსის გატეხვის შანსი ექნება.
გიორგი ბალახაძე