მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანი ფილიპ ლამი მიიჩნევს, რომ მისი გუნდის თამაშის სტილი ტიკი-ტაკა არასდროს ყოფილა.
ცოტა ხნის წინათ, “ბაიერნი”, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, “რეალთან” განადგურდა, რის შემდეგაც, მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას კრიტიკამ იმატა. კატალონიელ სპეციალისტს მიუნხენური გუნდის თამაშის სტილის შეცვლაში ადანაშაულებენ.
“2008-2012 წლებში “ბარსელონას” მიერ ნაჩვენები ფეხბურთი ეტალონი იყო. გვარდიოლას გუნდი ბრწყინვალე ფეხბურთს აჩვენებდა. თუმცა, კატალონიელთაგან განსხვავებით, ტიკი-ტაკას თამაში ჩვენი სურვილი არასდროს ყოფილა.
პეპის ჩვენთან მუშაობის დროს დავამტკიცეთ, რომ თამაშის საკუთარი სტილი გვაქვს. შეტევაში ძალიან სახიფათონი ვიყავით და ბურთსაც ვფლობდით. როდესაც ბურთი შენს გუნდს აქვს, გრძნობ, რომ თამაშის მიმდინარეობას აკონტროლებ. თუმცა, “ბაიერნს” ტიკი-ტაკა არასდროს უთამაშია. დადებითი შედეგის ჩვენები ჩვენი გზა ვიპოვეთ და ამ მიმართულებით გაუმჯობესებას შევეცდებით.” – აცხადებს ლამი Kicker-თან საუბრისას.