იტალიიდან ინგლისში გადაბარგებული არგენტინელი ფეხბურთელის, ერიკ ლამელას მეგობარი გოგო სოფია ერერო, უკანასკნელ პერიოდში სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ იმდენად გააქტიურდა, რომ ლამის, მისი ცხოვრების ყველა დეტალზე საზოგადოებას ამცნობს ხოლმე.
სოფია ერერომ ჯერ იყო და, თავისი და ერიკ ლამელას ფოტოებით გადაავსო მთელი ვებ-სივრცე, ამის შემდეგ კი, საკმარისია სახლიდან სულ უმნიშვნელო ამბავზეც კი გავიდეს, ამაზეც “ფეისბუქის“ სტატუსს წერს. ბრიტანელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ამ გზით, სოფია მოწყენილობის გაქარწყლებას ცდილობს.
როგორც იცით, სოფია ერერო და მისი ფეხბურთელი სატრფო ერთმანეთს ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან ხვდებიან, როდესაც ერიკი რომში ახალი ჩასული იყო. ამის შემდეგ, წყვილის ურთიერთობაში გარკვეული გაურკვევლობებიც იყო, თუმცა როგორც ჩანს, ეს ამბავიც ლათინოამერიკული სერიალივით კარგად დასრულდა.