ფეხბურთი

20:31 | 8.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლამელას იტალიაში დაბრუნება უნდა

 

ლონდონის “ტოტენჰემის” არგენტინელი შემტევის, ერიკ ლამელას მამა აცხადებს, რომ მის შვილს იტალიაში დაბრუნება უნდა.

“ლამელა ლონდონში ბედნიერი არაა და მას სერია A-ში დაბრუნება უნდა. როგორც გავიგე, მისი შეძენით “ლაციოა” დაინტერესებული, მაგრამ ამის შესახებ მეტი არაფერი ვიცი. დაბრუნდება თუ არა ის “რომაში”? არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში, “ტოტენჰემი” მას იანვარში არ გაუშვებს.” – ციტირებს ლამელას მამის სიტყვებს Corriere dello Sport-ი.

21 წლის ლამელა “რომადან” “ტოტენჰემში” გასულ ზაფხულში გადავიდა. ლონდონური გუნდის მაისურით მან 17 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

0.112732