ლონდონის “ტოტენჰემის” შემტევი ერიკ ლამელა კვლავ ტრავმირებულია და მისი მოედანზე გასვლა 4-6 კვირით გადაიდო.
ბარძაყის ტრავმის გამო, ლამელას მიმდინარე წელს არ უთამაშია. გამოჯანმრთელებულმა ფეხბურთელმა, ამჯერად, ზურგი დაიზიანა.
“ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, რის გამო მიიღო ლამელამ ტრავმა. ექიმები ვერაფერს ამტკიცებენ მანამ, სანამ დეტალური სამედიცინო შემოწმება არ ჩატარდება. ამ ეტაპზე, ლამელას ტრავმაზე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი.” – აცხადებს ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი ტიმ შერვუდი.
ერიკ ლამელა “რომადან” “ტოტენჰემში” მიმდინარე სეზონის წინ გადავიდა. ლონდონური კლუბის მაისურით მან 17 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.