გუშინ ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ,,საუთჰემპტონის’’ ნახევარმცველ ადამ ლალანას დებიუტი შედგა. მატჩის შემდგომ ფეხბურთელი ჟურნალისტთა კითხვებს პასუხობდა, ლალანამ ეროვნულ გუნდში დამკვიდრების უდიდესი სურვილი გამოთქვა.
,,მტკიცედ მჯერა, ყოველი ფეხბურთელისთვის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა არის კულმინაციური მომენტი, კარიერის მწვერვალი.’’_ამბობს ლალანა.
,,ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით, ბედნიერი ვარ როი ჰოჯსონის მხრიდან ჩემდამი გამოჩენილი ნდობით, თუმცა უფრო მეტი მსურს, უფრო დიდი წარმატებები მწყურია.’’
,,რაც შეეხება მატჩს, რამდენადაც ბედნიერი ვარ დებიუტით, იმდენად იმედგაცრუებული დავრჩი მატჩის შედეგით’’_ აცხადებს ფეხბურთელი.
,,პირველ ტაიმში ორი მომენტი მქონდა.სამწუხაროდ ვერც ერთი გამოვიყენე. მეორე შანსზე ვიტყვი, ამ დროს ბურთი ფეხზე კარგად არ “მომაჯდა” და ამიტომაც გავანიავე მომენტი. მოედანზე დავყავი 75 წუთი, ვცდილობდი კონცენტრირებული ვყოფილიყავი და მაქსიმალურად ბევრი გამეღო გუნდისთვის, იმედი მაქვს ეს შეხვედრა არ იქნება ჩემი უკანასკნელი გამოსვლა ნაკრების მაისურით’’_დაასრულა ლალანამ.
25 წლის ფეხბურთელი ..საუთჰემპტონის’’ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, პირველ გუნდში კი 2006 წლიდან ასპარეზობს. ამ სეზონში პრემიერლიგის ყველა ტურში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე 3 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა.
დიმიტრი შარიქაძე