თამაშგარე

10:54 | 19.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლაისა ანდრიოლის დარდი და სიხარული

ბრაზილია ის ქვეყანაა, სადაც არა მხოლოდ ახალგაზრდა ბიჭები, არამედ მოხუცები და ქალებიც კი კარგად თამაშობენ ფეხბურთს და სწორედ ამიტომაცაა, რომ ბრაზილიას კარგი ნაკრები მამაკაცთა გარდა, ქალთა ფეხბურთშიც ჰყავს, რაც სულაც არაა გასაკვირი.

ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი ქალი, ლაისა ანდრიოლი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ფეხბურთელობა სამოდელო კარიერაში გაცვალა, თანამემამულე ჟურნალისტებთან საუბრის დროს გულდაწყვეტილი ამბობს, რომ ფეხბურთელობა ნამეტანი მოენატრა და შესაძლებელია ბურთის გორებას კვლავ დაუბრუნდეს.

ლაისამ მოახლოვებულ საფეხბურთო მსოფლიოს ჩემპიონატზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ განსაკუთრებით დიდი გულისფანცქალით მოელის ამ მუნდიალს. ბრაზილიელ ფეხბურთელ-მოდელს სხვა ბრაზილიელების მსგავსად დიდი იმედი აქვს, რომ მისი ქვეყნის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონი გახდება.  

 

0.150166