ფეხბურთი

17:54 | 4.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციოში” პეტკოვიჩი რეიამ შეცვალა

რომის “ლაციოს” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ვლადიმერ პეტკოვიჩი იტალიელმა სპეციალისტმა ედოარდო რეიამ შეცვალა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ლაციოს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

“ლაციოს” ხელმძღვანელებმა პეტკოვიჩის გაშვება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ბოსნიელმა განაცხადა, რომ შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი გააფორმა და ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შემდეგ გაუძღვება.  

პეტკოვიჩს “ლაციოსთან” ხელშეკრულება ამა წლის 30 ივნისამდე აკავშირებდა, მაგრამ რომაულ კლუბში მისი საქციელი სიცრუედ და კონტრაქტის პირობების დარღვევად ჩათვალეს, რადგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის შვეიცარიელებთან მოლაპარაკებას უარყოფდა.

რეია, რომელიც ამჟამად 68 წლისაა, “ლაციოში” 2010-2012 წლებში მუშაობდა.

ამჟამად, “ლაციოს” სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილი უკავია და ევროპის ლიგის 1/16-ფინალშია გასული, სადაც ბულგარულ “ლუდოგორეცს” შეხვდება.

0.117139