რომის “ლაციოს” პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ აღიარა, რომ კლუბის გულშემატკივრებისგან მუქარის შინაარსის არაერთი წერილი მიიღო. მთავარი მიზეზი იანვარში განხორციელებული ტრანსფერია, რომლის მიხედვითაც “ლაციოს” ხელმძღვანელობამ ერნანესი “ინტერში” გაუშვა.
“დაახლოებით 80-მდე სხვადასხვა სახის მუქარა მივიღე, რამაც დაცვის გაძლიერება გადამაწყვეტინა. გულშემატკივარი რა თქმა უნდა კლუბის ნაწილია, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადააბიჯონ. ერნანესმა თავად გადაწყვიტა წასვლა და “ლაციოში” ძალით ვერ დავტოვებდით” – განაცხადა კლაუდიო ლოტიტომ.