ფეხბურთი

22:00 | 24.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციოს” 6 ქულის ჩამოკლება ემუქრება

იტალიაში, გარიგებულ საფეხბურთო მატჩებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. ამჯერად, მთავარი ბრალდებული რომის “ლაციოა”, რომელიც ქულების დაკლების საშიშროების წინაშეა.

იტალიელი პროკურორების აზრით, 2011 წელს, “ლაციოს” “ჯენოასთან” და “ლეჩესთან” გამართული მატჩები გარიგებული იყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, “ლაციოს” 6, ხოლო “ჯენოას” 3 ქულის დაკლება ემუქრება.

რაც შეეხება “ლაციოს” ცალკეულ ფეხბურთელებს – ყველაზე დიდი სასჯელი სტეფანო მაურის ემუქრება. პროკურორები მისთვის ოთხნახევარი წლით დისკვალიფიკაციის მიცემას ითხოვენ. გარდა ამისა, სასჯელი ემუქრებათ ომარ მილანეტოს, მასიმილიანო ბენასის, სტეფანო ფერარიოს, ანტონიო როსატის, კარლო ჯერვასონის, მარიო კასანოსა და ალესანდრო ძამპერინის.

თეგებილაციომაური
0.113607