ფეხბურთი

19:58 | 23.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციომ” რაკიტიჩისადმი ინტერესი დაადასტურა

რომის “ლაციოს” სპორტულმა დირექტორმა, იგლი ტარემ დაადასტურა, რომ მისი გუნდი “სევილიას” ხორვატი ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის შეძენითაა დანტერესებული.

“რაკიტიჩი შესანიშნავი ფეხბურთელია. მისი შეძენით ძალიან ვართ დაინტერესებულნი.” – განაცხადა ტარემ Sport Mediastet-თან საუბრისას.

ივან რაკიტიჩი 24 წლის ცენტრალური ნახევარმცველია. 2011 წლიდან, “სევილიას” მაისურით, მან 80 თამაში ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

0.119437