“უდინეზეს” მცველი დუშან ბასტა და “პარმას” ნახევარმცველი მარკო პაროლი კარიერას “ლაციოში” განაგრძობენ. რომაულმა გუნდმა ფეხბურთელების ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
დუშან “ბასტა” “უდინეზეში” 2008 წლიდან თამაშობდა. 29 წლის მარჯვენაფლანგელმა, უდინელთა მაისურით, 122 თამაში ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.
ასევე 29 წლის მარკო პაროლო “პარმაში” ბოლო 2 წლის განმავლობაში ირიცხებოდა. “ჯვაროსნების” რიგებში მან 72-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარი 11-ჯერ აიღო.