იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ 2011 წელს გამართულ 2 გარიგებულ მატჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა. გაირკვა, რომ რომის “ლაციო”, “ჯენოა” და “ლეჩე” ქულების დაკლებას გადაურჩნენ. სასამართლო დედაქალაქელებისთვის მხოლოდ 40 ათასი ევროთი დაჯარიმებით შემოიფარგლა.
სასჯელს ვერ გადაურჩა “ლაციოს” კაპიტანი სტეფანო მაური. პროკურატურა მისთვის ოთხნახევარი წლით დისკვალიფიკაციას ითხოვდა. საბოლოოდ, 33 წლის ნახევარმცველს ფეხბურთის თამაში 6 თვით აეკრძალა.