ფეხბურთი

1:59 | 26.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლაციო კრიზისის გზაზე

იტალიის სერია ა-ს მეოთხე ტური დასრულდა. რომში, სტადიო ოლიმპიკოზე “ლაციომ” მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. უდინელებთან წაგების შემდეგ რომაული კლუბი მე-15 პოზიციაზე ჩამოქვეითდა, ხოლო სტრამაჩონის მოთამაშეებმა მესამე ადგილზე აინაცვლეს.

ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გავიდა. გოლის ავტორია ტერუ. “უდინეზეს” მოთამაშეებმა მეტოქის საჯარიმოსთან კარგად იბრძოლეს და შემდეგ მოახერხეს დასარტყმელ პოზიციაზე გასვლა, სადაც ტერუმ მცველებს დაასწრო.

სტრამაჩონის გუნდმა გასული ოთხი ტურიდან მესამე მატჩი მოიგო. შეგვიძლია ვთქვათ “უდინეზეს” კარგი სტარტი გამოუვიდა, ხოლო “ლაციოს” შედეგის გაუმჯობესებაზე მოუწევს ფიქრი და თუ ასე გააგრძელეს შესაძლოა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მოუწიოთ ბრძოლა.

“ლაციო” – “უდინეზე” 0:1 (0:1)

რომი. “სტადიო ოლიმპიკო.”

ლაციო: მარკეტი, ანდერსონი (ჯორჯევიჩი 46), ბრაფჰეიდი (კეიტა 76), კანა, კანდრევა, კლოზე, კონკო, ლედესმა (ლულიჩი 59 ), ნოვარეტი, ონაზი, პაროლე

მთავარი მწვრთნელი: პიოლი

უდინეზე: კარნეზისი, ბადუ, ალანი, დანილო, გილერმე, ჰურტოქსი, კონე, მურიელი (ფერნანდესი 29, ბელმონტე 81), პირისი, ტერუ (დი ნატალე 65), ვიდმერი

მთავარი მწვრთნელი: სტრამაჩონი

გოლი: 0:1 ტერუ (26)

მთავარი მსაჯი: ჯანლუკა როკი

გაფრთხილება: ნოვარეტი (15), კონე (45+1), კანდრევა (45+4), ლულიჩი (88)

დიმა შარიქაძე

0.137378