კალათბურთი

23:28 | 9.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლაბორალ კუტჩას” შენგელიას გადაბირება სურს

ესპანური “ლაბორალ კუტჩა” თორნიკე შენგელიასთან მოლაპარაკებას აწარმოებს. აღნიშნულის შესახებ Sportando.com იუწყება.

ესპანურ კლუბს ქართველი ფორვარდის გადაბირება ჯერ კიდევ გასულ წელს სურდა, როდესაც “თოკო” “ბრუკლინ ნეთსის” წევრი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ შენგელია 14 აპრილს “ჩიკაგო ბულსმა” დაითხოვა. ქართველმა კალათბურთელმა ნბა-ში 45 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მონაგარი კი 1.3 ქულა გახლდათ.

ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, “ლაბორალ კუტჩას” 16 მოგება და 15 მარცხი გააჩნია და მე-8 ადგილზე იმყოფება, რაც პლეი ოფში თამაშის უფლებას იძლევა.

0.120914