კალათბურთი

17:17 | 14.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლაბორალ კუტჩამ” შენგელიას 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა

ესპანურმა “ლაბორალ კუტჩამ” საქართველოს ნაკრების ფორვარდ თორნიკე შენგელიას 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Gigantes-ი ავრცელებს.

ცხადია, კონტრაქტის ფინანსური დეტალები ისეთი ხელსაყრელი არ არის, როგორც – ნბა-ში, თუმცა, ბასკურ კლუბში შენგელიას სოლიდურ სათამაშო დროს ჰპირდებიან.

როგორც ირკვევა, თორნიკე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ზაფხულში აპირებს, როდესაც სხვა შესაძლო ვარიანტებსაც განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდი უგუნდოდ 14 აპრილის შემდეგ გახლავთ, როდესაც იგი “ჩიკაგო ბულსმა” დაითხოვა. თორნიკემ ნბა-ში 45 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მონაგარი კი 1.3 ქულა იყო.

0.125995