ესპანურმა “ლაბორალ კუჩამ” თორნიკე შენგელიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ ცნობა ქართველი კალათბურთელის ბასკურ კლუბში გადასვლის შესახებ გარკვეული პერიოდის წინ გავრცელდა, ახლა კი, ინფორმაცია “ლაბორალ კუჩას” ვებ-გვერდზე დაიდო.
მის თანახმად, 22 წლის შენგელია ესპანური კლუბის ღირსებას 2017 წლამდე დაიცავს. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდი ევროპაში ნბა-ში გატარებული 2 სეზონის შემდეგ დაუბრუნდა. თორნიკემ “ბრუკლინსა” და “ჩიკაგოში” 45 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 1.3 ქულას აგროვებდა. შენგელია “ბულსმა” 14 აპრილს დაითხოვა.