ფეხბურთი

20:52 | 1.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

La Stampa: კონტე “ბაიერნთან” ტაქტიკას შეცვლის

იტალიელი ჟურნალისტების მიერ გავრცლებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ჩემპიონთა ლიგაზე, “ბაიერნთან” გასამართ მატჩში, გუნდს ჩვეული 3-5-2 სქემის ნაცვლად, 3-5-1-1 სისტემით ათამაშებს.

La Stampa-ს ცნობით, კონტე ორ თავდამსხმელზე უარს იტყვის და ერთ-ერთ მათგანს შემტევი ნახევარმცველის გამო შეელევა. მართალია, მირკო ვუჩინიჩის ჯანმრთელობის საკითხი ჯერ ბოლომდე გარკვეული არაა, მაგრამ სავარაუდოდ, “ბაიერნის” კარს სწორედ ის შეუტევს, რომლის უკანაც კლაუდიო მარკიზიო ითამაშებს. ხოლო ნახევარდაცვის ცენტრში ამ უკანასკნელის ადგილს პოლ პოგბა დაიკავებს.

0.133714