ფეხბურთი

15:15 | 8.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

კვირტია აზერბაიჯანში დაბრუნებას გეგმავს

ნუგზარ კვირტია, რომელიც ამჟამად საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბ ლანჩხუთის “გურიაში” თამაშობს, აზერბაიჯანში დაბრუნებას აპირებს.

ინტერნეტპორტალ azerifootball.com-ის ინფორმაციით, კვირტია ბაქოს აზალ-ში დაბრუნდება, სადაც 2009-2012 წლებში თამაშობდა. ის “გურიაში” შარშან თოვუზის “თურანიდან” გადავიდა. მიმდინარე სეზონში, 29 წლის კვირტიამ “გურიაში” 4 მატჩი ჩაატარა.

azerifootball.com-ის ცნობით, ქართველის ხილვა აზალ-ში გუნდის მთავარ მწვრთნელ ტარლან ახმედოვს სურს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში თბილისის “ვიტ ჯორჯიას” ყოფილი ცენტრალური მცველი ლაშა კასრაძე თამაშობს.

 

0.120298