ფეხბურთი

15:20 | 14.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას სისწრაფე შეუქეს

რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში მოასპარეზე ყაზანის “რუბინის” ფიზმომზადების მწვრთნელმა ევგენი ბონდარენკო აღნიშნა, რომ ქართველ ლეგიონერს სოლომონ კვირკველიას საუცხოო დისტანციური სისწრაფე აქვს.

“სოლომონ კვირკველია არცთუ ცუდად დარბის. მას საუცხოო დისტანციური სისწრაფე აქვს. თუმცა, ბურთით ყველაფერს ცოტა უფრო ნელა აკეთებს” – განაცხადა ბონდარენკომ sport.business-gazeta.ru-სთან საუბარში.  

მიმდინარე სეზონში, კვირველიას გასულ წლებთან შედარებით რუსეთის პრემიერლიგაში უფრო ხშირად ათამაშებენ. მან 9 მატჩი ჩაატარა. კვირკველიამ შეცვლაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც ითამაშა თბილისში ლიხტენშტაინთან მოგებულ (2:0) ამხანაგურ მატჩში. 

0.347675