ფეხბურთი

13:43 | 10.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას და კაჭარავას ახალი მწვრთნელი ჰყავთ

რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში მოასპარეზე ყაზანის “რუბინს”, სადაც სოლომონ კრვირკველია და ნიკა კაჭარავა გამოდიან, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.

“რუბინის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდს 57 წლის რინატ ბილიალეტდინოვი გაუძღვება.

2002 წელს ბილიალეტდინოვი მოსკოვის “ლოკომოტივის” ახალგაზრდული გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, ხოლო 2011-2012 წლებში რუსეთის მეორე ნაკრებს წვრთნიდა.

მან “რუბინის” თავკაცის თანამდებობაზე ყურბან ბერდიევი შეცვალა, რომელიც კლუბში ბოლო 13 წლის განმავლობაში მუშაობდა.

0.121321