ფეხბურთი

15:07 | 11.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია “მეტალისტთან” დამარცხდა

ავსტრიაში შეკრებაზე მყოფმა ყაზანის “რუბინმა”, რომლის შემადგენლობაშიც რუსეთის პრემიერლიგის განახლებისთვის სოლომონ კვირკველია ემზადება, ახმანაგურ მატჩში ხარკოვის “მეტალისტთან” 0:1 დამარცხდა.

ქართველი ცენტრალური მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ ნავასმა შეცვალა. სხვათა შორის, ესპანელი ნავასი კვირკველიას უშუალო კონკურენტია “რუბინის” სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად.

“რუბინმა” გოლი 84-ე წუთზე გაუშვა - “მეტალისტიდან” თავი ბრაზილიელმა ვილიანმა გამოიჩინა.

 

0.120641