კალათბურთი

13:30 | 28.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

კვირის მოთამაშეეებად მილსეპი და დიურანტი აღიარეს

ატლანტა ჰოუქსის” და “ოკლაჰომა სიტი სანდერის” ფორვარდები პოლ მილსეპი და კევინ დიურანტი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გასული კვირის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ.

მილსეპის დახმარებით, ჯორჯიელებმა კვირის ოთხი მატჩიდან სამში იმარჯვეს, პოლი კი საშუალოდ 21.3 ქულას, 7.3 მოხსნას, 3.8 პასს, 2.5 ჩაჭრას და 2.0 დაფარებას აგროვებდა.

დიურანტმა, რომელიც კვირის საუკეთესო კალათბურთელად ზედიზედ მეორედ, სულ კი სეზონში მეოთხედ აღიარეს, “ბოსტონთან” მატჩი (101:83) გამოტოვა, დანარჩენ სამ შეხვედრაში კი გუნდის გამოკვეთილი ლიდერი იყო. კევინის საშუალო მონაგარი 38.0 ქულა, 8.7 მოხსნა და 6.3 პასი იყო.

კვირის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას მირზა ტელეტოვიჩი (“ბრუკლინი”), ელ ჯეფერსონი (“შარლოტი”), სტივენ კარი (“გოლდენ სტეიტი”), ზაკ რენდოლფი (“მემფისი”), კრის ბოში, ლებრონ ჯეიმსი (ორივე – “მაიამი”), ენტონი დევისი (“ნიუ ორლეანი”), კარმელო ენტონი (“ნიუ იორკი”), დემარ დეროზანი, ტერენს როსი (ორივე – “ტორონტო”) აცხადებდნენ.

საინტერესოა, რომ დღეს დიურანტის “სანდერსი” სწორედ მილსეპის “ატლანტას” დაუპირისპირდა და ოკლაჰომელებმა მძიმე ბრძოლაში 111:109 იმარჯვეს. გასაკვირი არ ყოფილა, რომ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებმა ამჯერადაც გამორჩეულად ითამაშეს. დიურანტმა 41 ქულა ჩააგდო, ხოლო მილსეპმა – 23.  

ფილადელფია – ფინიქსი 113:124 (26:40, 28:22, 28:33, 31:29)

ფილადელფია: კარტერ-უილიამსი (22 ქ. 11 პ.), ტერნერი (21 ქ.), იანგი (21 ქ.), ჰოვსი (18 ქ. 9 მ.), ანდერსონი (9 ქ. 8 მ.); ტომპსონი (10 ქ.), როტენი (6 ქ.), უილიამსი (2 ქ.), ალენი (2 ქ.), დედმონი (2 ქ.), ბრაუნი.

ფინიქსი: გრინი (30 ქ.), დრაგიჩი (24 ქ. 7 პ.), ტაკერი (15 ქ. 8 მ.), პლამლი (14 ქ. 13 მ.), ფრაი (7 ქ.); მარკიფ მორისი (13 ქ. 4 დ.), ბარბოზა (9 ქ.), ლენი (6 ქ.), მარკუს მორისი (4 ქ.), სმიტი (2 ქ.).

 

ბრუკლინი – ტორონტო 103:104 (26:25, 30:32, 25:25, 22:22)

ბრუკლინი: პირსი (33 ქ.), ჯონსონი (12 ქ.), ლივინგსტონი (9 ქ.), გარნეტი (6 ქ. 11 მ.), ანდერსონი (5 ქ.); ბლატჩი (20 ქ.), უილიამსი (9 ქ. 11 პ.), ტელეტოვიჩი (5 ქ.), კირილენკო (4 ქ.), ტერი.

ტორონტო: ლოური (31 ქ. 7 პ. 5 ჩ.), ვალანჩიუნასი (20 ქ. 13 მ.), როსი (10 ქ. 7 მ.), ჯონსონი (8 ქ.), ნოვაკი; პატერსონი (15 ქ.), ვასკესი (12 ქ.), სელმონსი (6 ქ.), ჰეიესი (2 ქ.).

 

ჩიკაგო – მინესოტა 86:95 (20:23, 26:31, 19:18, 21:23)

ჩიკაგო: ბუზერი (20 ქ. 14 მ.), ოგასტინი (19 ქ. 6 პ.), ბატლერი (16 ქ. 8 მ.), დანლივი (10 ქ.), გიბსონი (10 ქ. 10 მ.); მოჰამედი (9 ქ.), სნელი (2 ქ.), ჯეიმსი, მარტინი.

შენგელიას არ უთამაშია

მინესოტა: ლავი (31 ქ. 8 მ.), ბრიუერი (11 ქ.), რუბიო (9 ქ.), მარტინი (8 ქ.), პეკოვიჩი (1 ქ.); ტურიაფი (14 ქ. 7 მ.), ბადინგერი (12 ქ.), ბარეა (4 ქ. 7 პ.), შვედი (3 ქ.), კანინგემი (2 ქ.), მბა ა მუტე, ჯენგი.

 

მილუოკი – კლიპერსი 86:114 (25:32, 16:32, 20:20, 25:30)

მილუოკი: ილიასოვა (16 ქ. 8 მ.), მიდლტონი (14 ქ.), ჰენსონი (11 ქ. 8 მ.), ნაიტი (9 ქ. 7 პ.), ადეტოკუმბო (8 ქ. 7 მ.); ბატლერი (11 ქ.), რადულიცა (11 ქ.), უოლტერსი (4 ქ.), რიდნური (2 ქ.).

ფაჩულიას არ უთამაშია

კლიპერსი: გრიფინი (20 ქ.), კოლისონი (15 ქ. 7 პ.), რედიკი (14 ქ.), ჯორდანი (8 ქ. 18 მ.), ბარნსი (3 ქ.); კროუფორდი (25 ქ.), გრინი (13 ქ.), თურქოღლუ (6 ქ. 7 მ.), დადლი (4 ქ.), ბულოკი (2 ქ.), მალინსი (2 ქ.), ჰოლინზი (2 ქ.).

 

ოკლაჰომა სიტი – ატლანტა 111:109 (26:32, 24:25, 29:30, 32:22)

ოკლაჰომა სიტი: დიურანტი (41 ქ.), ჯეკსონი (18 ქ.), იბაკა (9 ქ. 6 დ.), პერკინსი (6 ქ. 7 მ.), სეფოლოშა (5 ქ.); ლემბი (14 ქ.), ფიშერი (8 ქ.), კოლისონი (8 ქ.), ადამსი (2 ქ.), ჯონსი.

ატლანტა: მილსეპი (23 ქ. 8 მ.), მაკი (15 ქ. 7 პ.), კეროლი (15 ქ. 5 ჩ.), კორვერი (14 ქ.), აიონი (6 ქ. 10 მ.); სკოტი (16 ქ.), შრიოდერი (10 ქ.), უილიამსი (10 ქ.), ბრენდი.

 

იუტა – საკრამენტო 106:99 (20:22, 30:28, 31:20, 25:29)

იუტა: ფეივორსი (17 ქ. 12 მ.), უილიამსი (16 ქ. 11 მ.), ჰეივორდი (12 ქ. 6 პ.), ბერკი (8 ქ.), ჯეფერსონი (7 ქ.); კანტერი (16 ქ.), ევანსი (14 ქ. 10 მ.), ბერკსი (10 ქ.), გარეტი (3 ქ.), ლუკასი (2 ქ.), გობერი (1 ქ.), რაში.

საკრამენტო: ტომპსონი (19 ქ. 11 მ.), უილიამსი (17 ქ. 15 მ.), ტორნტონი (11 ქ.), ტომასი (10 ქ. 6 პ.), აუტლო (10 ქ.); მაკლემორი (14 ქ. 9 მ.), ფრედეტი (8 ქ.), მაკკალუმი (6 ქ.), ლენდრი (2 ქ.), ეისი (2 ქ.), გრეი.

 

 აღმოსავლეთ კონფერენცია

1. ინდიანა 43 32 2 0 9 4240:3877 0.791
2. მაიამი 44 30 2 2 10 4589:4338 0.727
3. ატლანტა 44 20 3 1 20 4498:4456 0.523
4. ტორონტო 44 22 1 3 18 4369:4268 0.523
5. ჩიკაგო 44 20 2 2 20 4081:4088 0.500
6. ვაშინგტონი 43 19 2 5 17 4253:4279 0.488
7. ბრუკლინი 43 18 2 2 21 4188:4294 0.465
8. შარლოტი 46 17 2 2 25 4320:4469 0.413
9. დეტროიტი 44 17 0 3 24 4385:4540 0.386
10. ნიუ იორკი 44 15 2 1 26 4232:4371 0.386
11. კლივლენდი 44 12 4 2 26 4234:4457 0.364
12. ბოსტონი 46 14 1 0 31 4358:4537 0.326
13. ფილადელფია      45 10 4      1      30      4559:4944      0.311
14. ორლანდო 45 12      0 4 29 4343:4597 0.267
15.    მილუოკი 44      7 1 5 31 4010:4443 0.182

 

დასავლეთ კონფერენცია

1. ოკლაჰომა სიტი 46 34 2 0 10 4850:4506 0.783
2. სან ანტონიო 44 32 1 0 11 4606:4262 0.750
3. პორტლენდი 45 30 3 0 12 4905:4659 0.733
4. კლიპერსი 47 30 2 1 14 4991:4702 0.681
5. ჰიუსტონი 46 28 1 1 16 4828:4673 0.630
6. გოლდენ სტეიტი      45      26      1      2      16      4679:4484      0.600
7. ფინიქსი 44 26 0 2 16 4599:4453 0.591
8. დალასი 46 26 0 1 19 4778:4712 0.565
9. მემფისი 42 20 2 1 19 4021:4030 0.524
10. დენვერი 43 22 0 0 21 4472:4434 0.512
11. მინესოტა 44 21 1 1 21 4687:4485 0.500
12. ნიუ ორლეანი 43 16 2 0 25 4333:4414 0.419
13. ლეიკერსი 45 16 0 1 28 4535:4775 0.356
14. იუტა 45 15 1 1 28 4273:4551 0.356
15.    საკრამენტო 44 13 2 2 27 4495:4613 0.341
0.598347