ფაბიო კვალიარელა ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ვერ ითამაშებს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ანტონიო კონტემ ამ ტურნირისთვის განაცხადი გამოაქვეყნა.
“იუვენტუსის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ევროპის ლიგის განაცხადში მოხვდნენ: ასამოა, ბარძალი, ბონუჩი, ბუფონი, კასერესი, კიელინი, ჯოვინკო, ისლა, ლიხტშტაინერი, ლიორენტე, მარკიზიო, ოგბონა, ოსვალდო, პადოინი, პელუზო, პეპე, პირლო, პოგბა, რუბინიო, სტორარი, ტევესი, ვიდალი, ვუჩინიჩი.