ფეხბურთი

17:07 | 5.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

კურტუა “ბარსელონაში” არ გადავა

მადრიდის “ატლეტიკოს” ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელების შესაძლებლობას არ განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელები კარის ახალ დარაჯს ეძებენ და მათი მთავარი სატრანსფერო სამიზნეები “გლადბახის” მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და “ატლეტიკოს” 21 წლის ბელგიელი ლეგიონერი არიან.

Marca-ს ცნობით, მეორე ვარიანტისგან “ბარსელონას” უარის თქმა მოუწევს, რადგან კატალონიურ გრანდში გადასვლაზე უარი თავად ფეხბურთელმა განაცხადა.

“კურტუას “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი 30 ივნისამდე აკავშირებს, რის შემდეგაც ის ლონდონის “ჩელსიში” უნდა დაბრუნდეს. მხოლოდ ორ გუნდს აქვს მისთვის მნიშვნელობა - “ჩელსის” და “ატლეტიკოს”. უახლოეს პერიოდში ტიბო ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას გამართავს და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა მისი მომავალი” - განაცხადა კურტუას მამა ტიერიმ.

0.127716