დღეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს კაბინეტის კარი აუჭედეს. მოგვიანებით ჭიდაობის ფედერაციის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა ვეტერანმა მოჭიდავეებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა მოკლე შეფასება მაინც მისცა კურტანიძის საქმიანობას.
“კარებს უმიზეზოდ ვინ აუჭედავდა? ლუკა როგორც მოჭიდავე უდიდესი პროფესიონალი იყო, თუმცა ფედერაციას ძალიან სუსტად მართავს” – აღნიშნა ვეტერანმა ფალავანმა კობა ლოჩოშვილმა.
ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ლოჩოშვილის გვერდით მყოფმა ჭიდაობის ფედერაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ფედერაციაში არსებული ვითარების შესახებ კომენტარის გაკეთება იმ მიზეზით არ ისურვა, ლუკას გუნდის წარმომადგენელი ვარ და ღიად როგორ გავაკრიტიკოო.
ჭიდაობის ფედერაციაში არ გამოჩენილა თავად პრეზიდენტი, ხოლო როგორც ვეტერანმა მოჭიდავეებმა განგვიცხადეს, ხვალ მზად იქნებიან პასუხი გასცენ ჟურნალისტთა კითხვებს და საჯაროდ ისაუბრონ.
დიმა შარიქაძე