ჭიდაობა

17:49 | 31.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

კურტანიძემ დარჩია დააბრუნა და თავადაც ბრუნდება

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე აქტიურ სპორტს უბრუნდება. ამის შესახებ 41 წლის ვეტერანმა სპორტსმენმა ოფიციალური განცხადება დღეს, ვაკის ფალავანთა კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მსოფლიოს 2-გზის და ევროპის 5-გზის ჩემპიონი 2014 წლის სეზონის დასაწყისში, ირანში გასამართ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე - „ტახტის თასზე“ 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში იჭიდავებს.

“ჩემი მთავარი ამოცანა 97  კილოგრამი წონითი კატეგორიის გაძლიერება და შიდა კონკურენციის მაქსიმალურად გაზრდაა. განაცხადი უკვე დავწერე და თეირანულ ტურნირზე ვიჭიდავებ. იქამდე კი მთელი მონდომებით მოვემზადები. ჩემი პირადი მწვრთნელი რევაზ მინდორაშვილი იქნება” – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბებიც დაასახელა. შესაბამისად, უკვე ოფიციალურად დადასტურდა “მსოფლიო სპორტის” მიერ რამდენიმე დღის წინ მოპოვებული ინფორმაცია ბერძენ-რომაელთა ნაკრების თავკაცად ბეგი დარჩიას დაბრუნების შესახებ. მასთან ერთად გუნდს აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ოთარ ტატიშვილი, ბადრი ხასაია, ჯემალ ბაკურიძე, აკაკი ჩაჩუა და ვლადიმერ ადეიშვილი გაწვრთნიან.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სათავეში კვლავ რევაზ მინდორაშვილი იქნება. მას გურამ მჭედლიძე, დავით პოღოსიანი, ალექსანდრე კახნიაშვილი და არჩილ ქიტიაშვილი დაეხმარებიან.

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის ცნობით, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვეტერანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიხეილ სალაძე იქნება, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვეტერანების – გურამ საღარაძე, ხოლო ქალთა ნაკრებს ბესიკ გუჩაშვილი გაწვრთნის.

ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბები კი ასე დაკომპლექტდა:

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

 

ახალგაზრდული ნაკრები

ზაზა სილაგაძე

ზაზა დიდიბერიძე

სოსო ბერიშვილი

მუხრან მაჭუტაძე

ოთარ ფევაძე

გოგიტა ჯინჭველაშვილი

 

ჭაბუკთა ნაკრები

დავით ბედინაძე

ხვიჩა ბიჩინაშვილი

ვაჟა კრავეიშვილი

მამუკა სულთანიშვილი

ზაზა ჯიბლაძე

ხვიჩა ქორიძე

 

თავისუფალი ჭიდაობა

 

ახალგაზრდული ნაკრები

გიორგი გოგშელიძე

ემზარ ბედინეიშვილი

დავით ოთიაშვილი

გელა საღირაშვილი

კობა კაკალაძე

 

ჭაბუკთა ნაკრები

გიორგი იანტბელიძე

ლაშა ქეთიშვილი

კახა დობორჯგინიძე

ოთარ თუშიშვილი

თენგიზ კიკაბიძე

 

0.118073