ფეხბურთი

17:42 | 12.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

კუმანმა “სიტი” გამორიცხა

ჰოლანდიური “ფეინოორდის” თავკაცმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ ინგლისურ “მანჩესტერ სიტიში” გადასვლას არ გეგმავს. 

“ევროპული კლუბები “ფეინოორდის” არაერთი ფეხბურთელით ინტერესდებიათ. სავსებით ლოგიკურია, რომ გრანდები მწვრთნელებსაც აქტიურად ეკონტაქტებიან. რაც შეეხება ჩემს “სიტიში” გადასვლას, ამაზე სათქმელი არაფერია. სიმართლე გითხრათ, “ქალაქელთა” მხრიდან ინტერესზეც კი არაფერი მსმენია”, - განუცხადა კუმანმა Voetbal International-ს. 
ცნობისათვის, კუმანმა “ფეინოორდი” 2011 წელს ჩაიბარა. მანამდე, ჰოლანდიელი “ალკმაარში”, პსვ-სა და “ვალენსიაში” მუშაობდა.
თეგებისიტიკუმანი
0.115475