ინტერვიუები

15:06 | 7.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

კულჩი: “განსაკუთრებულ ყურადღებას ანანიძეს მივაქცევთ”

ბელარუსის ნაკრებისა და რუსული “სიბირის” ნახევარმცველმა ალექსანდრ კულჩიმ საქართველკოსთან მატჩის წინ რამდენიმე კითხვას უპასუხა და ჯანო ანანიძე გამოარჩია. ცნობისთვის, კულჩის 100 მატჩი აქვს ჩატარებული ეროვნულ ნაკრებში და ამ მხრივ რეკორდსმენია ბელარუსთა შორის.
- როგორი განწყობაა შესარჩევის დაწყების წინ?
- ნორმალური. ყველაფერი კარგადაა.
- რა იცით საქართველოს ნაკრების შესახებ?
- მათ მიერ ჩატარებულ სამ მატჩს ვუყურეთ. კარგი, ძლიერი გუნდია, რომლის ბირთვს ლეგიონერები წარმოადგენენ. იოლი თამაში არ გვექნება.
- ჯანო ანანიძეს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევთ?
- დიახ. მწვრთნელმა მიგვითითა.  
 

0.121732