თამაშგარე

12:36 | 13.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

კუბრატს ანდრეა შეუყვარდა

რუმინელი მოკრივე კუბრატ პულევი მსოფლიო კრივის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოკრივედ და მომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. კუბრატი ბრძოლას ბრძოლაზე იგებს და თავის სამშობლოში მისი პოპულარობა განუზომლად დიდია.
ბულგარეთში კუბრატს პულევს ქალებიც ფრიად წყალობენ და შავიზღვისპირელ მოკრივეს მექალთანე კაცის სახელიც გაუვარდა. ამჟამად პულევის სატრფო რუმინეთში ცნობილი მომღერალი ქალია, რომელსაც ფსევდონიმად სახელი ანდრეა აქვს აღებული.
ანდრეა ძირითადად საესტრადო პოპის ჟანრში მღერის, თუმცა ცოტა ხნის წინ, საკუთარი შესაძლებლობები ჯაზში გამოსცადა და ურიგოდ არც ჯაზვუმენობა გამოსვლია. კუბრატ პულევი და ანდრეა სასიყვარულო ურთიერთობებს არ მალავენ და არც პრესას გაურბიან. ანდრეა მხოლოდ იმაზე წუხს, რომ ეშინია, ეს სიზმარივით ლამაზი სიყვარულის ისტორია ერთ დღესაც შეიძლება დასრულდეს...
 

0.130852