გახსოვთ თურქული წარმოშობის შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელი, კუბილაი თურქილმაზი? წლების წინათ, ევროპაში არცთუ ცუდად მობურთალი კუბილაი დღეს ხხვა ვეტერანი ფეხბურთელებისაგან გასხვავებით, მხოლოდ მოგონებებით არ იქარვებს მოძალებულ დარდებსა და ნოსტალგიას.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, თურქილმაზში, როგორც ჩანს, ”მშობლიურმა სისხლმა” იყივლა და მთელი შვეიცარიის მასშტაბით საკმაოდ სარფიანი ბიზნესის განხორციელება დაიწყო. ყოფილ ფეხბურთელს ევროპის შუაგულში თურქეთიდან მზარეულები ჩაჰყავს, რომლებიც თურქული სამზარეულოს შესასწავლად მასტერკლასებს უტარებენ შვეიცარიელ მზარეულებს.
ამას გარდა, შვეიცარიის ქალაქ ბაზელში კუბილაიმ თავისი სახელით (“თურქილმაზ რესტორან”) უკვე გახსნა ორი დიდი თურქული რესტორანი. დღეს ევროპაში თურქული სამზარეულო ძალიან პოპულარულია და ევროპის სწრაფი კვების ობიექტებში, თურქული შაურმა განსაკუთრებით მოთხოვნადი კერძია. ხოლო თუ ხეირია, მაშინ სამშობლოს ”ფესვებთან დაბრუნება” ყველაზე ადვილია.