სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

11:45 | 3.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

კუარეჟმა “პორტუს” პრეზიდენტსა და მწვრთნელს მადლობას უხდის

 

პორტუგალიელი ნახევარმცველი რიკარდო კუარეჟმა “პორტუში” დაბრუნებით ბედნიერია. 30 წლის ფეხბურთელი გასულ ზაფხულს “ალ-აჰლიდან” წასვლის შემდეგ უკლუბოდ იყო, ხუთშაბათს კი პორტუგალიურმა “პორტუმ”, სადაც 2004-2008 წლებში თამაშობდა, ოფიციალურად წარადგინა.

“სახლში დაბრუნებით გახარებული ვარ. აქ ყველასგან სიყვარულსა და პატივისცემას ვგრძნობ. მზად ვარ დავეხმარო კლუბს ტიტულების მოპოვებაში და გულშემატკივრებს სიხარული მოვუტანო. წარმოუდგენლად ამაყი ვარ აქ დაბრუნებით, ფეხბურთით კვლავ მივიღებ სიამოვნებას. როდესაც ბედნიერი ვარ, მაშინ არაფერი მაშინებს. მართლა მომწონს ამ გუნდის მაისურის ტარება. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ორ ადამიანს - კლუბის პრეზიდენტ პინტუ და კოშტას და მთავარ მწვრთნელ პაულო ფონსეკას იმ ნდობისთვის, რომელიც მათ ჩემს მიმართ გამოიჩინეს” - განუცხადა კუარეჟმამ “პორტუს” ოფიციალურ საიტს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118123