“პარი სენ-ჟერმენის” სამწვრთნელო შტაბმა “ფიორენტინას” ნახევარმცველი ხუან კუადრადო სასურველ ფეხბურთელთა სიაში შეიყვანა. თმწ-ს ინფორმაციით, პარიზელები სატრანსფერო სამუშაოებს იმ შემთხვევაში წამოიწყებენ, თუ “იუვენტუსის” ჰავბეკ პოლ პოგბას ხელში ჩაგდებას ვერ შეძლებენ.
ევროპული გამოცემების მიერ ბოლო დროს გავრცელებული ცნობების თანახმად, ფლორენციელთა კოლუმბიელი ლეგიონერით “პარი სენ-ჟერმენის” გარდა “ბაიერნი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ბარსელონა” და “იუვენტუსიც” არიან დაინტერესებულნი.
ხუან კუადრადოს მიმდინარე სეზონში 34 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი 9 გოლით და 6 საგოლე პასით გამოიჩინა.